გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა მიმდინარეობს

19-05-2022

საქართველოს ბანკისა და პირველი არხის „ტელესკოლის“ პარტნიორობით პროექტი  „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის“ გრძელდება.  ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 3,500-ზე მეტიმოსწავლე ჩაერთო.პროექტი მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტულიშინაარსის მქონე ამოცანების გადაჭრისთვის საჭიროცოდნის დაუფლებას ისახავს მიზნად.


ინიციატივის ფარგლებში, პირველი არხი - ტელესკოლის ეთერში მოსწვალეებისთვის ათი ტელეგაკვეთილიჩატარდა. თითოეული ონლაინ მეცადინეობამათემატიკის საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორიისა და შესაბამისი პრაქტიკული ამოცანების განხილვას დაეთმო. პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ ოლიმპიადაში.


შესარჩევი ტურების შედეგად, 30 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. 28 მაისს გაიმართება ფინალი, რის შემდეგაც 10 საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი - MacBook Air; II ადგილი - iPad Air; III ადგილი - iPad Mini; IV-V ადგილი - iPhone SE; VI,VII,VIII,IX, X ადგილი - ელექტრონული წიგნები (Kindle).


„მოხარული  ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ V-VI კლასელებისთვის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, განივითარონ მათემატიკური და ლოგიკური უნარები. განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ახალგაზრდა თაობების განვითარებას და მათ ეხმარება საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.