გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Flyadeal შემოდის

19-05-2022

საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს. საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირებას 2022 წლის 28 ივნისიდან გეგმავს.


ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, რიადიდან 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს და დამამიდან 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო ბათუმის მიმართულებით ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას და რიადიდან 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს. ჯამში, ავიაკომპანიის მიერ, საქართველოს მიმართულებით კვირაში 15 რეისი განხორციელდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.

ავიაკომპანია Flyadeal-ი, წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია SAUDIA-ს შვილობილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას, რომელიც მომხმარებელს რეისებს სთავაზობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებით.