გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას პატივი მიაგო

19-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პიანისტ ლექსო თორაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდა, სადაც პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.


ლექსო თორაძე 1983 წლიდან ცხოვრობდა და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად.


ლექსო თორაძე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში ლონდონში, ჩიკაგოში, ზალცბურგში, ედინბურგში, როტერდამსა და სხვა დიდ ქალაქებში. 1991 წელს მუსიკოსი გახდა საუთ-ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. პიანისტი ლექსო თორაძე 11 მაისს, 69 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.