გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში - ან ძალიან დაკავებულია, ან თავისი პოლიტიკის რცხვენია, ან ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა

20-05-2022

უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ოლექსანდ მერეჟკო სოციალურ ქსელ Twitter-ზე გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში ვიზიტით ჯერ არ ჩასულა.


„გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის ახსნა-განმარტება. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის:


1. ძალიან დაკავებულია


2. რცხვენია თავისი პოლიტიკის


3. ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა“, - დაწერა ოლექსანდ მერეჟკომ.