გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბორჯომს" ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას გააგრძელებს

21-05-2022

ამ საკითხზე ,დაპირებისამებრ, აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთანაც, მფლობელებთანაც, ყველასთან გავიარეთ საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანია „ბორჯომს" ეხებოდა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ „ბორჯომს" ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება.


„იცით, რომ არის შემოთავაზება, სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს. უხეშად შეიძლება ითქვას, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს ეს წილი. ამიტომ, მე უკვე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. „ბორჯომს" ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას. რა თქმა უნდა, ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული", - აღნიშნა პრემიერმა.