გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ში სტუდენტური კინო-ტელეფორუმი - „ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ გაიმართება

22-05-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კინო-ტელეფორუმის - „ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ ფარგლებში თსუ-ის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა-ჩვენება გაიმართება.  


            ფორუმი 23-24 მაისს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედიაცენტრის მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი პროექტის ფარგლებში შედგება. 


ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და დაინტერესებულ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ინტერაქტიურ რეჟიმში გაუზიარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები:

 

თამარგაბრიჩიძე - რეჟისორი, პროდიუსერი. მის ფილმებს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრიზი სანდენსის ფესტივალზე. მისი ფილმი „სოვდაგარი“ არის პირველი ქართული დოკუმენტური კინო, რომლის მსოფლიო დისტრიბუციის უფლება კომპანია ნეთფლიქსმა შეიძინა;

 

კოტეჯანდიერი - მწერალი, სცენარისტი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისტელე - ფილმების სტუდიის დირექტორი, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი;

 

სანდრო აბილაია - აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი. Metro Production-ის დამფუძნებელი, JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟიურის წევრი. მრავალ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ფილმებისა და სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდიუსერი.

ფორუმის დასასრულს მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“ სამომავლო თანამშრომლობის, გეგმებისა და მიზნების დასახვის თაობაზე.