გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რამაზ საყვარელიძე: რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ოპოზიციის სამარცხვინო ნაბიჯების კულტივირება, რომ კიდევ უფრო შერცხვეთ

23-05-2022

კანდიდატის სტატუსის არმიღება - ეს არის ქართული ოპოზიციის ახალი სტრატეგია. ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და ითხოვენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოჰყვეს არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა.


პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ოპოზიციის ამ სამარცხვინო ნაბიჯების კულტივირება, რომ კიდევ უფრო შერცხვეთ.


for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.


რადიკალური ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის, ახლა მათი მიზანი არაპოლიტპატიმარსააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ ის არის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. წლებია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მავნებლობს და ეს ცხადია, მაგრამ ერთია რას აკეთებს ოპოზიცია, მეორეა რას აკეთებს ამის საპირწონედ ხელისუფლება. ოპოზიციის მავნებლობას რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ? ცხადია, არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ ოპოზიცია მავნებლობს და ამიტომ  არ ვუპასუხებ...


რამაზ საყვარელიძეარგუმენტი, რომ ოპოზიცია ამას აკეთებს, ბევრი მიზეზით არ გამოდგება, თუნდაც იმიტომ რომ ოპოზიციას აკრძალული არ აქვს ასეთი საქციელი. გასაგებია, რომ პოლიტიკურ ეთიკაში არ ჯდება, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ისტორიაში ჰქონია ასეთი მიდგომა. ისტორიაში ვგულისხმობ შორეულ წარსულს - ბოლშევიკობის მმართველობას. მათ ჰქონდათ ლოზუნგი - რაც უფრო ცუდად იქნება სახელმწიფოში საქმე, მით უკეთესი ჩვენთვის. მოგვიანებით ასეთმა მიდგომამ გაიელვა შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც „რეფორმატორები“ ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძე ხელს უწყობდნენ იმას, რომ დენი არ ჰქონოდა მოსახლეობას და ეს უნდა ყოფილიყო პროტესტის მიზანი. როგორც კი ნაციონალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, დენიც მოვიდა. ენერგეტიკის სისტემაში მომუშავე ნაცნობმა მკითხა - „კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ გაჩნდა ეს დენი, თუ აქამდე არ იყო, ახლა როგორ გაჩნდა“? როცა ვკითხე რა მოხდა, მიპასუხა - „ჩვენ გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ გამორთეთ დენი, გაართულეთ მდგომარეობა“. პრინციპიც ეს იყო - რაც უარესი, მით უკეთესი.


პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია, რაც ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ დღესაც ანალოგიურთან გვაქვს საქმე?


რა თქმა უნდა. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? - უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური შეფასებები, რომ ასეთ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიცია - ამის თქმა საჭიროა, მაგრამ დიდად შედეგიანი ეს არ იქნება. ვინც მხარს უჭრს ოპოზიციას, ამ პირობებშიც დაუჭერს. მოგეხსენებათ, ის აგრესიულობა, რაც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის მომხრეებსაც ახასიათებთ და მიაჩნიათ, რომ ქვეყნის დანგრევა გამართლებულია, თუ ეს გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთი ფორმულა ძალიან ბევრ პარტიას ჰქონდა.


ბოლო ხანებში „ნაცმოძარაობამ“ უარი თქვა მაგ პრინციპებზე და უფრო ხშირად იძახიან: - ქვეყანას რომ გამოადგეს, ამიტომ ვმოქმედებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ხომ არ გადავდგამთ ნაბიჯსო. ის, რომ პარტიული ინტერესს წინ აყენებენ, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს, რიგ შემთხვევაში, ამის აღიარების რცხვენიათ ოპოზიციურ პარტიებს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ოპოზიციის ამ სამარცხვინო ნაბიჯების კულტივირება, რომ კიდევ უფრო შერცხვეთ!


ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი არ ერიდება კრიტიკას კონკრეტული დასავლელი ლიდერის წინააღმდეგ. ლოგიკამ, რომ ის არის ევროპარლამენტარი, ან ამერიკელი და არ შეიძლება ცდებოდეს, მოსახლეობაში გააჩინა აგრესულობა დასავლეთის მიმართ, რომ თუკი ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სხვა რატომ უნდა მიმითითებდეს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგზე... კრიტიკა, რომელსაც ხელისუფლება იჩენს დასავლეთის კონკრეტული ლიდერების მიმართ, რამდენად სწორია, ან დაგვიანებული?


- აბსოლუტურად სწორად სვამთ საკითხს - თუ მისათითებელია, მიგითითოს, მაგრამ უსამართლოდ რატომ უნდა მიგითითებდეს? აი, ეს არის პრობლემა. ის, რაც ითქვა, აბსოლუტურად პიარის საკითხია, ოღონდ არა მარტო შიდა პიარის, არამედ გარე პიარისაც. სხვათა შორის, როდესაც ხელისუფლება კრიტიკაზე კრიტიკით პასუხობს, ზოგჯერ გაღიზიანება მოსდევს, მაგრამ ხანდახან ისიც იგრძნობა, რომ ცოტა უკან იხევენ. სასურევლია, რომ ანალოგიური მდგომარეობა იყოს საერთაშრისო დონეზეც და იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ უსამართლო კრიტიკას საერთაშორისო დონეზეც მოჰყვება ჩვენი მძიმე რეაქცია. ყველა ბრალდებაზე საჭიროა დასაბუთებული, ვერბალური პასუხი. მარტო, უფ, უფ-ის ძახილი არ არის უპრიანი.


ანალოგიური მოთხოვნა წარვუდგინეთ უკრაინის სახელისუფლებო ელიტას...


- და რა მოჰყვა საპასუხოდ? ადმინისტრაციის უფროსმა ისევ გაიმეორა კრიტიკა, მაგრამ თქვა, რომ საქართველო რუსეთს აძლევს სანქციებიდან თავის დაღწევის საშუალებას, მაგრამ ამას კარგი არგუმენტაცია სჭირდებაო. შე მამაცხონებულო, თუ არგუმენტი არ გაქვს, რა გალაპარაკებს?! მაგრამ არგუმენტის მოთხოვნამ რომ გავლენა იქონია, ეს ჩანს მაგ პასუხში. საპასუხო რეაქციები უშედეგო არ არის, ოღონდ ეს რეაქციები უნდა იყოს მოკლე, რომ ბევრ ლაპარაკში არ დაიკარგოს ძირითადი მიმართულება.


რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიის ამ აქტიურობის ფონზე გადაიხედოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემა და არგუმენტად გამოიყენონპოლიტპატიმრებისააკაშვილი-გვარამიას საქმე?


- ერთ-ერთი პირველი, ვის გამოც დადგა ეს საკითხი, არის უკრაინა. უკრაინამ ოპოზიციური პარტიები და მედია-საშუალებები აკრძალა. ასე რომ, თუ სადმე არის დემოკრატიიდან გადახვევა, ეს არის უკრაინა. მაგრამ უკრაინას ამას არავინ აყვედრის და რატომ? - იმიტომ რომ, არის კიდევ პოლიტიკური მიზანშეწონილობა; იმიტომ რომ, რუსეთი პრობლემაა; იმიტომ რომ, არადემოკრატიულობა რუსეთში გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე უკრაინაში და მით უმეტეს საქართველოში. იმისთვის, რომ რუსეთის დარეგულირება მოხერხდეს, რაღაცებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს დასავლეთმა და გადადგას ეს ნაბიჯი, როგორც ადრე.


მაგალითად, ალბანეთია უფრო დემოკრატიული ქვეყანა, თუ საქართველო? ღიმილის მომგვრელია, მაგრამ გადაიდგა ეს ნაბიჯები პოლიტიკური მოტივების გამო. ანალოგიური პოლიტიკური მოტივების გამო გამორიცხულია არგუმენტად მიიღონ ოპოზიციის მიერ წამოწეული ბრალდებები, გამორიცხულია, რომ საქართველო გარიყონ. იმიტომ რომ, ეს იქნება საქართველოს ხელისკვრა რუსეთისაკენ. ამიტომ, არა მგონია, რომ დასავლეთს ეს აწყობდეს, როდესაც დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი სწორედ საქართველოა კავკასიაში.