გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარტვილში ერთ-ერთი ოჯახს თავს დაესხნენ

29-05-2018

მარტვილში, სოფელ სალხინოში ნიღბიანი შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ოჯახს საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში სულ სამი ადამიანი შეიჭრა.
სახლიდან ფული, ოქროულობა და მობილური ტელეფონი წაიღეს, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა იპოვეს.
„დაგვადგა სამი შეიარაღებული კაცი. მე უცებ წამოვდექი, დაწექით თორემ გესვრითო. დაგვსვეს კუთხეში. ოქრო და ფული უნდოდათ. მქონდა დაახლოებით 600 ლარამდე თანხა. ვუთხარი, სადაც იყო. ერთი მოძრაობდა. ორი რომ დარჩა, შებრძოლებაზე გადავედით და მათ გვირტყეს. შემდეგ მეზობლის სახლში შუქი აინთო და შეეშინდათ. ნიღბებით იყვნენ“- განაცხადა დაზარალებულმა მამაკაცმა.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.