გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის

23-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.


ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"არსებული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან. მადლობას ვუხდი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის.


საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.