24-05-2022
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.
ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ახალციხის ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ახალციხის ლაბორატორია აქტიურად მუშაობს ვეტერინარიისა და სურსათის კვლევის მიმართულებით; ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები საშუალებას გვაძლევს, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შემოწმდეს როგორც საქართველოს საზღვარზე შემოსული, ასევე, ევროპაში ექსპორტირებული პროდუქცია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.