ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განვიხილე

24-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილეს.


"ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ, როგორ აქცევს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი ბუნებრივ ჰაბად და იდეალურ ადგილად მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობისთვის, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, კონკურენტული საოპერაციო ხარჯებითა და მასტიმულირებელი ფაქტორებით ისარგებლებენ",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.