გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი თურქული კომპანია "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს შეხვდა

24-05-2022


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში თურქული კომპანია "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს ებრუ ოზდემირს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.


საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.


აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.


კომპანია Limak Group საქმიანობას სამშენებლო, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ავიაციის, კვების სფეროს და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს და თურქეთის ეკონომიკის ზრდასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეაქვს.