გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია

24-05-2022

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


ირაკლი ღარიბაშვილი ნატალია გავრილიცას დავოსში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.


"ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.