გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა

24-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებსა და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება და ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.


პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.


მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მუდმივი მხარდაჭერისთვის.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა და გიტანას ნაუსედამ ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა.