გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: დავოსის ფორუმზე პრემიერს ჰქონდა უძლიერესი გამოსვლა - რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი

25-05-2022

„ეს იყო მასტერკლასი - რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი, რა გზა გაიარა მან ამისთვის და რა მიღწევებით აპირებს ქართველი მოსახლეობის ეს მისწრაფება აღასრულოს“- ასე აფასებს ექსპერტი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლას.

 

მისი თქმით პრემიერმა დავოსის ფორუმზე დამსახურებულად მოირგო ლიდერის პოზიცია და ბოლო შემაჯამებელ სიტყვაში დარბაზის ოვაციები დაიმსახურა.

 

„დავოსის ფორუმზე პრემიერს დღეს ჰქონდა უძლიერესი გამოსვლა ესტონეთის პრეზიდენტთან, მოლდოვას პრემიერთან და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ "პანელზე". ეს იყო მასტერ-კლასი - რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი, რა გზა გაიარა მან ამისთვის და რა მიღწევებით აპირებს ქართველი მოსახლეობის ეს მისწრაფება აღასრულოს. ჩვენებურად რომ ვთქვათ - პრემიერმა ამ 41-წუთიან (!) ფორმატში "ითამადა", კომფორტულად და დამსახურებულად მოირგო ლიდერის პოზიცია და ბოლო შემაჯამებელ სიტყვაში საერთოდ დარბაზის ოვაციები დაიმსახურა. ბრავო!!!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.