სამშაბათი, მაისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს

27-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.


12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს. 1 სამართალდარღვევა კი, გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.


ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), დაახლოებით 29 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 13 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-მასალა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხე-ტყედაილუქა. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.