გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომან გოცირიძე: მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად

27-05-2022

მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის იბრძოდა მღვდლებისა და სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო.

 

„მავნებლებმა და მოღალატეებმა გააჩერეს ნამახვანის ჰესი, დადიოდნენ ქუჩაში და ბევრი ისეთი ხალხი ეხმარებოდა მათ, თქვენ საქმეს ვაკეთებდი მე ამ შემთხვევაში, ქვეყნის საქმეს, მე ვიბრძოდი ამ მღვდლებისა და ამ სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო. თქვენ ხმა ამოიღეთ ვინმემ? არ იყო პოპულარული, იმიტომ, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ ბნელები და მერე აქ ჯვარი აღგიმართეს, ალტინფოს ჯვარს ვეძახი, მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად. პარლამენტის წინ ჯვარი დგას და კახა კალაძე კიდე გატრუნულია, მერიამ ნება დართო? და ამ ჯვრის წინ რომ მოკლეს ოპერატორი. ეს არის ნამახვანის ხალხი, აქ რომ იდგა და თქვენ სამი მილიარდის ინვესტიციას გააკეთებთ ნამახვანში?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.