გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2022 წელს ადგილობრივი ექსპორტის 37,1 პროცენტიანი ზრდა

27-05-2022

„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა - მარტში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო აპრილში 10%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8 პროცენტით და 1,587.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.


მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომელმაც იანვარ-აპრილში 37.1 პროცენტი შეადგინა.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა უკრაინასა და რუსეთში, ზრდა გვაქვს აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში, თურქეთში და მეზობელ ქვეყნებში. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ფეროშენადნობი, ქიმიური მრეწველობის, წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია.