გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: სრულად გადავლახეთ ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში

27-05-2022

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სრულად გადალახულია ტურიზმის შემცირების ის ეფექტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა პანდემიის პირობებში. ამ თემაზე მან საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

 

„პოსტპამდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ამაზე განსაკუთრებული ფოკუსი ჰქონდა მთავრობას – ბევრი რამ გაკეთდა და მოვახერხეთ ის, რომ მიმდინარე წლისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა. ეს მაჩვენებელი შედარებული გავქვს 2019 წელთან, როდესაც ტურიზმის შემოსავლები პიკში იყო. შესაბამისად, სრულად გადავლახეთ შემცირების ის ეფექტი, რომელიც გვქონდა პანდემიის პირობებში” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმში არის ახალი ბაზრების ათვისება.

 

„ვხედავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ შემოსავლებს, შესაბამისად, კომპლექსში ტურიზმის სექტორს ვუყურებთ ავიაციის განვითარებასთან ერთად და ვფიქრობთ, რომ დამატებითი საავიაციო მიმოსვლისა და ახალი რეისების წახალისებას დიდი შედეგი მოაქვს ჩვენი ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.