გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

27-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.


სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რამაც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა განაპირობა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისთვის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ჩვენი ერთგული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.


მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!,"- აღნიშნულია ვიქტორ ორბანის წერილში.