შაბათი, აპრილი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ონის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, ბეერ-შევას სახელობის სკვერში მიმდინარე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მოინახულა

28-05-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, მიმდინარე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მოინახულა.


პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.


პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჭიდაობის დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.


სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "მტმ" ასრულებს.


აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება - 1 436 221 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში, ააიპ "ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის" ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.