გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი ნაცმოძრაობას: უბედურება ისაა, თქვენ იცით, რომ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ, ერთადერთი გქონდათ დარჩენილი, რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ!

28-05-2022

იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ეს არ გამოუვიდა და არასოდეს გამოუვა.


„ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი - სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში - ერთადერთი მიზნით, მეგობრებო, რამენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეალურად არსებობდა გეგმა იმისა, რომ თუ აქ დაიწყებოდა დესტაბილიზაცია, ქვეყანაში ომი დაიწყებოდა. ოკუპირებულ ქვეყანაში, მოგმართავთ თქვენ, თუ გონიერება გაქვთ შერჩენილი, როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად. ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ? კიდევ ერთხელ გისვამთ ამ კითხვას. ის უბედურება, რაც გავიარეთ ჩვენ დაწყებული 90-იანი წლების შემდეგ, ორი ომი რუსეთთან - აფხაზეთში, ოსეთში, შემდეგ სამოქალაქო ომი, ახლა 2008-ში ეს უგუნური ომი, ამ ყველაფერზე ვინ არის პასუხისმგებელი? ხელისუფლება, ხელისუფალი ადამიანები, რომლებიც მართავენ, განკარგავენ ადამიანების ბედს", - განაცხადა პრემიერმა.