გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 

ირაკლი ღარიბაშვილი: რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყანას არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

28-05-2022

კითხვა დაისვა ასევე აქ, რომ ბატონი ივანიშვილი არის თურმე წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მინდა ყველას შევახსენო - ჩვენს ქვეყანას, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.


მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის ომის შემდეგ არათუ სანქციების დაწესებაზე არ იფიქრა, და არამედ, ომის შემდეგ გახსნა უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ობიექტები.


„ქალბატონ სამადაშვილს, რომელსაც ზრდილობაც კი არ აქვს, რომ აქ დარჩენილიყო და მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები მოესმინა, მინდა ვუთხრა, რომ არავითარი 20 პუნქტიანი, 5 პუნქტიანი წერილები ჩვენთვის არ გადმოუციათ. კითხვა დაისვა ასევე აქ, რომ ბატონი ივანიშვილი არის თურმე წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მინდა ყველას შევახსენო - ჩვენს ქვეყანას, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენი გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე არ გიფიქრიათ და გიმუშავიათ, არამედ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები. დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები. მინდა კითხვა დაგისვათ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში დაუწესდებათ თუ არა სანქცია იმ ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და ოთხ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობენ. ის აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ თქვენგან და ძალიან ბევრი თქვენი თანაპარტიელებისგან, გამოჩნდა, რომ ითხოვდით იარაღის გადაცემას უკრაინისთვის, ჩარტერული რეისების გაშვებას, ითხოვდით ჩვენს მიერ ახლად რეაბილიტირებული სუ-25-ების გადაცემას. ეს ყველაფერი ჯდება იმ დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა", - განაცხადა პრემიერმა.