გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო

28-05-2022

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ბელარუსის პრემიერი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს.


„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურისა და განათლების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პირადი მხარდაჭერით, ასევე ბელარუს-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის შედეგად, ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - ნათქვამია რომან გოლოვჩენკოს მილოცვაში.