გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

30-05-2022

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,კარწახი", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და ბულგარეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4360 ღერი, არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.