გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აშშ-ში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართა

30-05-2022

შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში ქართული დიასპორისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.

ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ:

  • ქართული დიასპორის თავმჯდომარე და დიასპორის კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი ინა ასანიძე;
  • ირმა რუბინო,,Georgian Diaspora”-თავმჯდომარე;
  • ნიკა ჩხეიძე – ნიუ იორკში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.

ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ პერსონები ქართული სათვისტომოდან თითქმის ყველა სფეროდან: კულტურა, სპორტი, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, სოციალური სფერო და სხვა…


ფორუმზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორი საკითხი:


1) პანდემიის გამო ამერიკაში ქართული დიასპორის მიერ შექმნილი კრიზისცენტრის მუშაობის შედეგების განხილვა;


2) ქართულ დიასპორაში არსებული პრობლემები და გამოწვევები


საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” ამერიკა – კანადის ბიუროს კორესპონდენტის, ლელა ჭელიძის ინფორმაციით, მწვავე დისკუსია მოჰყვა ქართველ ემიგრანტების პრობლემების განხილვას.


მონაწილეები შეთანხმდნენ,რომ მეტი ჩართულობაა საჭირო დიასპორის კოორდინირებული მუშაობისათვის.


ფორუმს ესპანეთიდან ესწრებოდა მანანა გოგოლაძე – ესპანეთის კრიზის ცენტრის ფილიალის წარმომადგენელი.


აგრეთვე, განხორციელდა პირდაპირი ჩართვა საქართველოს პარლამენტიდან, მონაწილეებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მიმართა.
დასასრულს ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები ემიგრაციაში ყოფნის დროს გაწეული დამსახურებისათვის.