გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში საფარის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

30-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, საფარის ქუჩაზე.


სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხე-საფარის მონასტრის მიმართულებით არსებულ ცენტრალურ გზას უერთდება, სადაც პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხი და საყრდენი კედელი მოეწყო, გზის სავალ ნაწილზე კი ასფალტის საფარი იგება.


პროცესს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


"აღსანიშნავია, რომ კაპიტალური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ პირველად ხორციელდება და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უამინდობისას, არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება" - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.