გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხის სოფელ თისელში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის 2,1 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.


აღსანიშნავია, რომ სოფელი თისელი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს საინტერესოა ტურისტული კუთხითაც, სოფელში მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.


აღნიშნული მიმართულებით საავტომობილო გზას კაპიტალური რეაბილიტაცია პირველად უტარდება და პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.


"სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 5 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება" - აცხადებენ ახალციხის მერიაში