გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შუახევში უხვი ნალექის გამო წყლის სათაო ნაგებობაა დაზიანებული

30-05-2018

შუახევში ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა ხაბელაშვილების წყლის სათაო ნაგებობა დააზიანა, საიდანაც ახალდაბის მოსახლეობა წყლით მარაგდება.

ამისთვის  საჭირო გახდა,  ხაბელაშვილების სათაო ნაგებობას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდეს. 

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებენ, ხაბელაშვილები - ახალდაბის 10,7 კმ წყალსადენის პროექტი 2 წლის წინ განხორციელდა. წყალსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ახალდაბის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდა, რომელიც წლებია აწუხებდა.

რაც შეეხება სათაო ნაგებობას, მისი გამართულად მუშაობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. ამ დროისთვის პროექტი შესყიდულია და უახლოეს დღეებში დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. 

ipress