30-05-2018
ახალციხის, კაჭრეთისა და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ სასაწვლებლებში სატყეო საქმის სპეციალისტების პროფესიული სწავლება განახლებული პროგრამით დაიწყო. პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელის ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე პროფესიული სწავლების ხელმძღვანელებს შეხვდა და იმ მიმართულებაზე ისაუბრა, სადაც სატყეო სააგენტოს ჩართულობა კიდევ უფრო დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელეას .
„ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სატყეო განათლების ხელშეწყობა ქვეყანაში და განსაკთრებით ეს პროფესიულ განათლებას ეხება. სამუშაო შეხვედრაზე იმ კოლეჯების წამომადგენლებს შევხვდით, ვინც განახლებული პროგრამით სატყეო საქმის სპეციალობის სწავლებას რამდენიმე რეგიოში ახორციელებს,“- განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილმა.