გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პროფესიულ სასწავლებლებში თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ ტრენინგები გაიმართა

3-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგები თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ გაიმართა. აღნიშნული ტრენინგების მიზანი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდულის სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, სასწავლო კურსის ფარგლებში, გადამზადდნენ აგრარული მიმართულების ლექტორები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, განიხილეს რეგიონების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები.
კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და წარმოქმნის ახალ გამოწვევებს სოფლის მეურნეობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიზანია სოფლის მეურნეობის გარდაქმნა ისეთ სისტემაზე, რომელიც შეარბილებს კლიმატის გავლენას და მოახდენს მასთან ადაპტაციას, უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებასა და შეამცირებს სათბურის აირების ემისიას.


სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და მექანიზაციაზე ფერმერთა დანახარჯების შესამცირებლად.


ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების და ტრენინგის სისტემის მოდერნიზება (VET ფაზა 2)” - ფარგლებში გაიმართა.