გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში, სოფელ ბოჟამის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

4-06-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ -  გზაზე პირველ ფენა ასფალტს აგებს.


გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.


სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული, ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია, რომელიც მაღალმთიანი    დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.


"მუნიციპალიტეტის მერიის მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი  გზის მოწესრიგება" - აცხადებენ მერიაში.