გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ემანუელ მაკრონი: პუტინის "შეცდომის" მიუხედავად , რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული

4-06-2022

პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.


მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" უკრაინაში შეჭრით და ახლა "იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.


„ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, - განაცხადა მაკრონმა.