გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლომისობის დღესასწაულზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

30-05-2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 
დაშავებულები დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ეკლესიისკენ მიმავალ ბილიკზე ორი ადამიანი დაგორდა. მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. სავარაუდოდ, მოტეხილობა აქვს ქალსაც, რომელსაც ფეხი გადაუტრიალდა. ისინი მაშველებმა ჩამოიყვანეს. ეკლესიისკენ მიმავალი სამკილომეტრიანი გზა აღმართზეა და ტყეზე გადის. ყოველ წელს არის შემთხვევები, როდესაც მომლოცველები ზიანდებიან, ამიტომ ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო ვმუშაობთ“, - ამბობს სასწრაფოს ექიმი.


დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში ლომისობას აღნიშნავენ.

"პია"