5-06-2022
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE” სტუმრობის დროს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარალელები გაავლო.
მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს უპირატესობებზე, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნისთვის, ამ მნიშვნელოვანი საკითხის საპირისპიროდ, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინა. კობახიძის დეტალური განმარტებები, თუ რა უპირატესობები აქვს ჩვენს ქვეყანას, ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახდა. ეს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველო თვის ბოლოს ელოდება.
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე საუბრის დროს აღნიშნავდა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის ამოცანაა, მოლდოვას კი კონსტიტუციის დონეზე ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არც დსთ-ს დატოვებას აპირებს. ეს უტყუარი ფაქტებია და რატომ იძლევა ქილიკის საფუძველს, გაუგებარია. ასევე, კობახიძის განმარტებით „კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. მოლდოვას კი, კორუფციის თვალსაზრისით, მძიმე ვითარება აქვს”. რაც შეეხება, კონკრეტულ პარამეტრებს, თითქმის ყველა პარამეტრით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. ამ ფაქტებზე საუბრობდა კობახიძე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მისი პარტიული აქტივისთვის ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახადა.