გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ის, რომ ჩვენი ნაცოპოზიციური კონგლომერატი აზროვნებით ლუმპენად იქცა, ახალი არაა, თუმცა ყოველდღიურად რეკორდებს ამყარებენ ფსკერების ფსკერზე დაცემის თვალსაზრისით

5-06-2022

„სასოწარკვეთილი მარგინალების რეაქცია კი არის ნაცტელევიზიებიდან და სოცქსელებიდან ორკესტრირებული წყევლა-კრულვა ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით, Facebook-პარაზიტობა და მეტი ვერაფერი. თვითგაფარჩაკება ასეთი მასშტაბით უნიკალურია ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციონერთა ისტორიაში“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

„ის, რომ ჩვენი ნაცოპოზიციური კონგლომერატი აზროვნებით ლუმპენად იქცა, ახალი არაა. თუმცა, ყოველდღიურად რეკორდებს ამყარებენ ფსკერების ფსკერზე დაცემის თვალსაზრისით. "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეტალურად და ფაქტებით ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უპირატესობებზე, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუნდთან ერთად ზეაქტიურია შიდა არაერთი გამოწვევის მოგვარებაში და რასაკვირველია, საგარეო ფლანგზე.

 

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წესრიგს ამყარებს მის ვეებერთელა დარგში. სასოწარკვეთილი მარგინალების რეაქცია კი არის ნაცტელევიზიებიდან და სოცქსელებიდან ორკესტრირებული წყევლა-კრულვა ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით, Facebook-პარაზიტობა და მეტი ვერაფერი. თვითგაფარჩაკება ასეთი მასშტაბით უნიკალურია ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციონერთა ისტორიაში“- წერს აბაშიძე.