გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონში 1500-მდე ადგილობრივი სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს

30-05-2018

ქ. ონში ჟიჟორეთის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და მდინარე რიონის ნაპირსამაგრი  სამუშაო სრულდება.  დაახლოებით ერთ თვეში, ქალაქის მოსახლეობას სეზონურად  წარმოქმნილი სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.   

 

ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების დიდ ნაწილს წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზეა  განთავსებული.  სეზონურად, წყალუხვობის პერიოდში, არსებული სათავე ნაგებობის დაზიანების საფრთხე მაღალი რისკის შემცველი იყო, რაც  1500-მდე ადგილობრივისთვის წყალმომარაგების შეფერხებას იწვევდა.

 

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მდინარის ნაპირდაცვით სამუშაოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ივნისში დაასრულებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარით დაფინანსდა.