გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონს შეხვდა

5-06-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონს შეხვდა.  

   

შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში  მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნინო თანდილაშვილმა ჯენი ოლსონს საქართველოში მიმდინარე  და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას და  საექსპორტო პოტენციალს. 


შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჯენი ოლსონმა ნინო თანდილაშვილს  შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ესწრებოდა.