გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კონკურსის „მწვანე ჯილდო 2022” გამარჯვებულები ცნობილია

6-06-2022

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე, „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2022” ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, ნონა მარგოშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2022” რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის  მასწავლებელმა, მარინე ფორჩხიძემ. 


გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა. 


„ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის  ცნობიერების ამაღლებაზე  და განათლებაზე გარემოს დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ; კონკურსი „მწვანე ჯილდო” ერთ-ერთი მათგანია. კონკურსის ფარგლებში, გამოვავლინეთ გამარჯვებული მასწავლებლები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტში მონაწილეობისთვის, მინდა მივულოცო გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რომელსაც ეწევიან ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისთვის და მათთვის შესაბამისი განათლების მიწოდებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ  პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად. სახელმძღვანელოები წარმატებით ინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

 

 

„ინიციატივების და პროექტების სათანადო შედეგს ვიღებთ ჩვენი მოტივირებული პედაგოგების და აღმზრდელების აქტიური ჩართულობით. სხვაგვარად დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია. იმედი გვაქვს, სამომავლოდ, უფრო მეტი პედაგოგი დაინტერესდება ამ უმნიშვნელოვანესი სფეროთი, ჩაერთვება როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კონკურში. სამინისტრო, თავის მხრივ, პედაგოგებისა და აღმზრდელების აქტივობას ყურადღების მიღმა არ დატოვებს”,-განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.

 

დაჯილდოების ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

გამართულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი  ცენტრი (REC Caucasus), CENN, ეკოხედვა, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე. ასევე, კერძო კომპანიები: მედ დიაგნოსტიკა, დელფოსი, სილქნეტი, ლუტეცია, ფარმადეპო, რომლებიც მათი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი განათლების  და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.

 

2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება 5 ივნისს,  გარემოსდაცვისმსოფლიოდღეს გაიმართა. გარემოსდაცვისმსოფლიოდღე 1972 წელს,გაეროსგენერალურიასამბლეისმიერდაწესდა. მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნის კამპანიისსლოგანია„მხოლოდერთიდედამიწა", რომელიცფოკუსირებულია „ბუნებასთანჰარმონიაშიმდგრადადცხოვრებაზე”.

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სატელევიზიო ანძა და მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია მწვანედ განათდა.