გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

COMCOM: ჩვენი მიზანია მედიაწიგნიერების განვითარებაში კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე ჩავრთოთ

6-06-2022

„კომუნიკაციების კომისიის მიზანია მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე ჩაერთოს, რადგან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით გაძლიერდეს მედიაწიგნიერება ქვეყანაში." - აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშში წერია. საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, მეხუთე წელია ახორციელებს პროექტებს.„კომუნიკაციების კომისიის მიზანია მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე ჩაერთოს, რადგან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით გაძლიერდეს მედიაწიგნიერება ქვეყანაში." - აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშში წერია. საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, მეხუთე წელია ახორციელებს პროექტებს.
 
კოორდინაციის გაძლიერების მიზნით 2021 წელს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - www.mediatsigniereba.ge - ეს არის ერთიანი ონლაინ სივრცე, ერთგვარი ჰაბი საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა თუ რესურსებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს. პროექტი კომუნიკაციების კომისიამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა. 
 
2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ, გაეროს რეზოლუციის ფარგლებში, პირველად ჩაატარა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული,  რომელშიც მონაწილეობა როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის აქტიურად იყვნენ ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მედიააკადემია, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერისტეტები და სკოლები. 
 
2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში". პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და საქართველოს ევროპასთან დაახლოების შესახებ ცოდნის ამაღლება იყო. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერების ექსპერტის მიერ, შეიქმნა სპეციალური საგანმანათლებლო მოდული, ჩატარდა 45 ინტერაქტიული ტრენინგი, გადამზადდა 700-ზე მეტი მასწავლებელი 400-ზე მეტი სკოლიდან და პროფესიული სასწავლებლიდან. 
 
2021 წლის ანგარიშში დეტალურადაა განხილული ასევე მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომელთა მიზანი არასრულწლოვანთა ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვაა. 2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიააკადემიასთან ერთად კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" სკოლის მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ორჯერ ჩაატარა. კონკურსის პარალელურად, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, თბილისსა და რეგიონებში 6 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტსა და 50 სკოლის 1000-მდე მოსწავლეს სასწავლო სესიები ჩაუტარა.
 
2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ 45 სკოლის 1000-მდე მოსწავლე გადაამზადა „მედიის ეკონომიკაში". კურსის სამიზნე აუდიტორია 10-დან 15 წლამდე მოზარდები არიან, რომლებმაც დეტალურად მიიღეს ინფორმაცია, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში.
 
2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ Happy Onlife-ს აპლიკაცია განაახლა და დამატებით თარგმნა 150 კითხვა. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია, რომელიც მოზარდებს თამაშის გზით ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას ასწავლის. გასულ წელს კომუნიკაციების კომისიამ ქვეყნის მასშტაბით 45 სკოლაში 500-ზე მეტ მოსწავლეს ჩაუტარა ტრენინგი. საქართველოში Happy Onlife აპლიკაცია 2019 წლიდან დღემდე 13300-ზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა და სარგებლობს.
 
2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ ფინური წიგნების სერია „გამარჯობა რუბი" დამატებით 11 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა და სახელმძღვანელოთი უკვე 16 სკოლის 1300-მდე მოსწავლე სწავლობს. ფინური წიგნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და მოთხოვნის გამო, წიგნის ავტორის, ლინდა ლიუკასის სწავლების მეთოდოლოგიით, კომუნიკაციების კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2021 წელს იმ 11 სკოლის მასწავლებლები გადაამზადა, რომლებსაც სახელმძღვანელოები გადაეცათ.
 
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას უნივერსიტეტებში განაგრძობს. 2021 წელს მედიაწიგნიერების საფუძვლები 600-ზე მეტმა სტუდენტმა ისწავლა. 2020 წლიდან მედიაწიგნიერების პროექტებში თბილისის, ბათუმისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 1200-ზე მეტი სტუდენტი უკვე ჩაერთო.
 
კომუნიკაციების კომისიისთვის ასევე მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფად და პრიორიტეტად რჩება ეთნიკური უმცირესობები. მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით, კომუნიკაციების კომისია უკვე 2 წელია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ატარებს ტრენინგებს სტუდენტებისთვის. ასევე ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ტარდება მედიაწიგნიერების ტრენინგები.
 
2021 წელს  კომუნიკაციების კომისიამ, Log-in Georgia  პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის დაიწყო.  კომუნიკაციების კომისია „ოუფენ ნეტის" მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს Log-in Georgia პროექტის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამას", რომლის მიზანიცაა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხელი შეუწყოს ინტერნეტის სარგებლიან და უსაფრთხო გამოყენებას.