გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის საბავშვო ბაღებში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს

10-06-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს.


ქალაქ კასპის №2 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცეს მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა მანანა ხვთისიაშვილმა. საბავშვო ბაღი 15 აღსაზრდელმა დაასრულა.


ბავშვებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს. 


ახალი სასწავლო წლიდან, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღის 439 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თითოეულ მათგანს და წარმატებებს უსურვებს.