გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია გაბრიჭიძე ოპოზიციაზე: ვერ იტანენ იმ სამ მილიარდს, რომელიც ივანიშვილმა ქველმოქმედებაში დახარჯა და რომ შეეძლოთ სამებას დაანგრევდნენ, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აგურ-აგურ დაშლიდნენ, დენდროპარკს კი გადაწვავდნენ

10-06-2022

ძალიან საინტერესო სანახავია როცა ე.წ. კრიტიკული მედიის სტუმრები ბიძინა ივანიშვილის მიმართ დასაწესებელ სანქციებზე ლაპარაკობენ. ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ რეაქციებს და საოცრად ემსგავსებიან მშიერ გიენებს - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

„ძალიან საინტერესო სანახავია როცა ე.წ. კრიტიკული მედიის სტუმრები ბიძინა ივანიშვილის მიმართ დასაწესებელ სანქციებზე ლაპარაკობენ. ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ რეაქციებს და საოცრად ემსგავსებიან მშიერ გიენებს.

 

არ ესმით და ამიტომ ვერ იტანენ იმ სამ მილიარდს, რომელიც ივანიშვილმა ქველმოქმედებაში დახარჯა და რომ შეეძლოთ სამებას დაანგრევდნენ, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აგურ-აგურ დაშლიდნენ, დენდროპარკს კი გადაწვავდნენ. რეზოლუციაში ივანიშვილზე სანქციების დაწესება ჩაიწერაო და ბედნიერებისგან აკივლდნენ. გითხრათ, თუ იცით სადაც უნდა გაიკეთოთ ეგ რეზოლუცია? ოღონდ მანამდე სქელ კარდონზე გადაწერეთ და მრგვალად დაახვიეთ“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.