გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვანო ჩხარტიშვილი: ჩვენ არასდროს კავშირი “როსნეფტთან” არ გვქონია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაც ხოშტარიამ გააჟღერა

13-06-2022

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტრიას ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს. როგორც ჩხარტიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა, მას „როსნეფტთან“ კავშირი არასოდეს ჰქონია.


ურთიერთშეხებაც არ გვქონია და ეს არის აბსოლუტურად უტიფარი ტყუილი, რომელიც ტელევიზიით გააჟღერა [ხოსტარიამ]. სამწუხაროა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ კომპანიასთან ჩვენ არავითარი კავშირი არ გვაქვს, მაგრამ მიზანმიმართულ ტყუილს ამბობს, რათა გადაფაროს სხვა ადამიანების ამ კომპანიაში მონაწილეობა. შესაბამისად, თითქოს, ანტირუსული კამპანიის პირობებში ფიქრობს, რომ აქცენტები სხვაზე გადაიტანოს. ეს რაც შეეხება „როსნეფტს“.


რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიაში მონაწილეობას, ეს ნამდვილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თამბაქოს ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. მხედველობაში მაქვს, სოფლის მეურნეობის დარგი. ჩვენ ვიღებთ თამბაქოს პროდუქციას მოსახლეობის დიდი ნაწილიდან, ვისაც თამბაქო მოჰყავს. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში 120 მილიონამდე ლარს ვრიცხავთ. შესაბამისად, 600 ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამწუხაროდ, გვიწევს ასეთი პოლიტიკოსების ჩვენი შენატანებით დაფინანსება.


რაც შეეხება მესამე საკითხს, რომელიც მან გააჟღერა, თითქოს, ჩვენ სახელმწიფოსთან როგორღაც გარიგებული ვართ, საზოგადოებისთვის ცნობილი რომ იყოს, ჩვენი ჯგუფი შეგნებულად არცერთ სახელმწიფო ტენდერსა და აუქციონში მონაწილეობას არ იღებს, არც მიუღია და არც ვაპირებთ, რომ მომავალში მივიღოთ მონაწილეობა, რათა ამით დავაზღვიოთ ყოველგვარი მითქმა-მოთქმისგან ჩვენი ჯგუფის საქმიანობა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.


აი, ეს სამი საკითხი, რომელიც მან გააჟღერა და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ის, რაც „როსნეფტთან“ დაკავშირებით ითქვა, არის აბსოლუტური ტყუილი. ამ განცხადებას ვაკეთებთ, არა იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დევალვირებული არიან თავისი მოღვაწეობით, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც არაზუსტი ინფორმაცია მოისმინა“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.


„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების სანქცირებას ითხოვს.