გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან

13-06-2022

ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ყველა ყველაფერს შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის.

 

„ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან. თუმცა, როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და მათ შორის, შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.