გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: როცა ეჭვების საფუძველზე ვიღაც გთხოვს კრიმინალების გამოშვებას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, არ ვიცი რომელმა ჩვენმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ასეთი აბსურდი

13-06-2022

ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნიკა გვარამიას საქმეზე გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვები უსაფუძვლოა.


„ასეთივე ეჭვები ჰქონდათ ჩვენს პარტნიორებს მათ შორის 2017 წელს, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამმა ინსტანციამ გამოიტანა გადაწყვეტილება. 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ეს ეჭვები იყო სრულიად უსაფუძვლო. და ზუსტად ამ ორმა წელმა და იმ ეჭვებმა, რომელიც გამოთქვეს პარტნიორებმა NGO-ებმა, მისცა გვარამიას 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამიტომ, ეჭვები არ არის არაფრის საფუძველი. და როცა ეჭვების საფუძველზე ვიღაც გთხოვს ერთი კრიმინალის გამოშვებას, მეორე კრიმინალის გამოშვებას და ამასთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, არ ვიცი რომელმა ჩვენმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ასეთი აბსურდი“, - განაცხადა კობახიძემ.


მან ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ უზუსტობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებში მსგავსი ფაქტობრივი შეცდომები არასოდეს იპარება, რადგან ამაზე პარლამენტის აპარატი ზრუნავს.