გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს

13-06-2022

ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.


„დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან [პრეზიდენტმა] გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი იყო.