გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: გახსოვთ მათი კოორდინირებული მოქმედებები, მას შემდეგ, რაც გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან ძალიან მალე, რომელიც, ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, დაახლოებით იგივე, ანალოგიური განაცხადეს

13-06-2022

მინდა შევახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენო, არამედ ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო,  საქართველოში უნდა გადმოსულიყო მათი გეგმის მიხედვით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ  კამპანიაში ჩართული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მთელი თავისი სატელიტებით.
 
„ახლა გავიხსენოთ ვინ იყო ამ პროცესში, ამ  კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ალბათ გახსოვთ მათი კოორდინირებული მოქმედებები, დაწყებული მას შემდეგ, რაც გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან ძალიან მალე, რომელიც, სხვათა შორის, მინდა ყველას შევახსენო, რომ ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ყველამ თითქმის, დაახლოებით იგივე, ანალოგიური განაცხადეს, ცოტა მოგვიანებით, თუმცა მაინც განაცხადეს იგივე. აქ არავითარი აცდენა არ გვაქვს ჩვენ, არც პოლიტიკასთან, არც მოლოდინებთან და პროგნოზებთან", -  განაცხადა პრემიერმა.