გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი: 20 ივნისის აქციას სათავეში უდგანან ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები

13-06-2022

თუ თვალს გადაავლებთ, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, ამას აკეთებენ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. სახელიც კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის - „სირცხვილია“, მე პირადად ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ აქციას სათავეში უდგანან ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები.

 

„ეს არის შეთქმულების თეორია, საფრთხე ქვეყნის წინაშე. ყველაფერი დაიწყო ბაკურიანში, ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში. დაიწყო მოძრაობები, რომ როგორმე ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს, არ ვიყოთ დამშვიდებულები, არ ვფიქრობდეთ ჩვენს მოქალაქეებზე, ვფიქრობდეთ უბედურებაზე, საქართველოს ომში ჩართვაზე. ამას აკეთებენ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, სახელიც კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის - „სირცხვილია“ მე პირადად ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. „სირცხვილია“ თუ არა სირცხვილია, რა სახელიც არ უნდა მოიფიქრონ, ყველა შემთხვევაში არის კეზერაშვილის, ან სააკაშვილის ხელიდან დაპურებული ნაციონალური მოძრაობის განშტოება. ამ ადამიანების აზროვნება მიმართულია ერთი რაღაცისკენ - ერთ ადამიანს ავნონ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე ადამიანს გუნდრუკი უკმიონ - ეს არის მიხეილ სააკაშვილი“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნების“ იმიჯს ვერ შეულახავს. აქ ერთადერთი გეგმა - როგორმე ჩამოიქცეს ხელისუფლება და ყველა საშუალებით მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება.

 

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა თუ შემოპარვა, ხომ დარწმუნებული ხართ რომ ის მართლა ხინკლის საჭმელად არ ჩამოსულა, ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მაშინ მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ და ახლა ტუსაღის სტატუსით არის იქ, სადაც არის. ის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ახლა ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭების ეს ისტორიული მომენტი გამოიყენონ იმისთვის, რომ დაამხონ ხელისუფლება, როგორმე ააგორონ ტალღა, ახალგაზრდობა გამოიყვანონ ქუჩაში და ეს ყველაფერი გადაფუთონ ისე, რომ ჩვენ ვართ თურმე მოღალატეები, ამათ უნდათ ქვეყნის გადარჩენა და ევროპული ღირებულებებისკენ წინსვლა“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.