13-06-2022
კასპში „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმთა ჯგუფის მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა.
აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური (გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია-წნევა) პროფილის 50 წელს გადაცილებულ პაციენტთა უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია).
აქციის ფარგლებში, დღის განმავლობაში ექიმ კარდიოლოგებმა 104 პაციენტს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „თბილისის გულის ცენტრის“ დირექტორს არჩილ ჩახრუკიძეს, აქციის მონაწილე ექიმებს და თანაქალაქელს „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციულ დირექტორს ზურაბ ნიპარიშვილს, რომლის უშუალო ინიციატივითაც მოეწყო აღნიშნული აქცია.
„თბილისის გულის ცენტრის“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაიგეგმა სამომავლო აქცია. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობა და მსგავსი ღონისძიებების მხარდამჭერი და თანამდგომი ყოველთვის იქნება.