გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

GORBI: რესპონდენტთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს

13-06-2022

„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?


შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 28,9% ეთანხმება; 66,2% არ ეთანხმება; 4,9% ამბობს, რომ არ იცის.


საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.